კინოთეატრ "ამირანთან" ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კინოთეატრში, სადაც ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაა დაგეგმილი, შეღწევას.
როგორც ჟურნალისტებს "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი ჯგუფის წევრებს არ უსროლიათ. ამასთან, ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ ადგილზე პროვოკატორებიც იმყოფებოდნენ.
"მე იქ იმიტომ ვიყავი, რომ ვიდექი პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. სამმა კაცმა ისროლა რაღაც. ამდენ ათას კაცში საიდან გავარკვიო ვინ იყო. როდესაც მრავალ ათასიანი მიტინგია ყველანაირი ადმიანი შეიძლება მოვიდეს. „ქართული მარშის“ პოზიცია არის ის, რომ შესვლა კინოთეატრებში მიუღებელია. მე ჩემ ხალხზე ვარ პასუხისმგებელი. მომხრე ვარ იმისი, რომ დავსხდეთ და გავმართოთ მშვიდობიანი, მჯდომარე აქცია. თუ ეს ჩემი ორგანიზაციის წევრებმა ისრლოეს რამე, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას.
შეიძლება შემოგზავნილი პროვოკატორიც იყოს. თმის ღერი ვინმეს ჩამოუვარდა, ვინმეს?! ამ ასაფეთქებლებს ყოველ ახალ წელს ისვრიან," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.