logo
ENG



ბრეგაძე: ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა მამაკაცების

08 ნოე 201918:12
3 წუთის საკითხავი
 
43br0no7v7np3gv.jpg

„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ჩაშალოს, რადგან ეს არის არა მარტო ქართველი მამაკაცების, არამედ სრულიად ერის შეურაცხყოფა.

ბრეგაძე თავის თანამოაზრეებთან ერთად ფილარმონიასთან იმყოფება.

„აქ შევიკრიბეთ ერთი სამწუხარო ამბის გამო, რადგან ხდება უპრეცედენტო შემთხვევა -ქართველი ერის ისტორიაში, ქართველ ერს აკადრეს ქართული მამათმავლური ფილმის პრეზენტაცია. ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა არა მარტო მამაკაცებისა, არამედ მთელი ქართველი ერისა. თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, რომ აუცილებლად მშვიდობიანად ჩავშალოთ ეს მარაზმი და ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი მივუჩინოთ სოდომისტებს და სატანისტებს. ჩვენ არ დავუშვებთ გეი პროპაგანდას და ჩვენი სიწმინდეების წაბილწვას,“ - აცხადებს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენება დაახლოებით ერთ საათში დაიწყება. ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეები რამდენიმე ადგილას არიან შეკრებილი.

შენიშვნა: ფორმულა ემიჯნება ჰომოფობიურ ტერმინებსა და გამოთქმებს.

 


close დახურვა