logo
ENG



ბრეგაძე: პატიმრები თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ

02 ნოე 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე: პატიმრები თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი თბილისთან ახლოს დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, პატიმრები სრულწლოვნები არიან და ისინი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცნენ.

"ბევრ ფაქტსა და გარემოებაზე არ ვისაუბრებ. იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებულები თბილისში. თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ. ერთი ადამიანი ცოტათი ადრე, ერთი ოდნავ მოგვიანებით", - განაცხადა ბრეგაძემ.

1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მან უარყო ინფორმაცია ბადრაგის გატაცების შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ გაქცეული პატიმრების დასაკავებლად. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა