logo
ENG



ბრეგაძე სტრასბურგზე: დასტურდება პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები

11 ნოე 202114:08
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე სტრასბურგზე: დასტურდება პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კვლავ ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საჩივარი. სამინისტროში გამართულ ბრუფინგზე მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ადასტურებს "პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტებს". 

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტრესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვთება სრულად ემთხვევა. ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები", - თქვა ბრეგაძემ. 

ამავე ბრიფინგზე პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

იურისტ თამთა მიქელაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოსთვის ეს არის ტრადიციული პირველი ეტაპი, როცა ჯერ ინფორმაციას იღებს და სამედიცინო დოკუმენტების, მტკიცებულებების შემოწმებისა და შეფასებების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, შეასძლებელია, რომ სამედიცინო დოკუმენტების შემოწმების შემდეგ საქართველოს მთავრობას სხვა ტიპის დავალებები მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა