logo
ENG



ბრეგაძე ფილმზე - და ჩვენ ვიცეკვებთ:არ დავუშვებთ, მამათმავლობის, პორნო ფილმის პრეზენტაციას

04 ნოე 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
zvh85ompcabnwhe.jpg

"ქართული მარში" მხატვრული ფილმის წინააღმდეგ - ორგანიზაციის წევრები, კინოფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვებთ" საპრემიერო ჩვენებაზე კინოთეატრის ბლოკირებას გეგმავენ.

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ფილმის პრემიერა საქართველოში არ უნდა შედგეს. 

"ჩვენ კატეგორიულად არ დავუშვებთ, მამათმავლების პროპაგანდისტული პორნო ფილმის პრეზენტაციას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ აუცილებლად ჩავშლით კინოჩვენებას. ეს ჩვენი მოვალეობაა",- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი კი პრემიერისთვის ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში, მშვიდად ჩაივლის. 

"რეკორდული მაჩვენებელი დავამყარეთ ფილმის წინასწარი გაყიდვების თვალსაზრისით. ყველა ბილეთი გაყიდულია თბილისის ყველა კინოთეატრში, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია აზრის გამოსახატად და მთავარია კანონის და ცივილურ ფარგლებში მოხდეს ყველაფერი", - განაცხადა ფილმის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ. 

მსახიობი ლევან გელბახიანი, პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ ჯერ ფილმი ნახონ და შემდეგ გამოიტანონ უარყოფითი დასკვნები.

​"ამ ხალხს მინდა მოვუწოდო, რომ ჯერ ფილმი ნახონ და შემდეგ გამოიტანონ დასკვნები. ყველას აქვს უფლება გააპროტესტოს და გამოხატოს თავისი პროტესტის გრძნობა კანონის ფარგლებში. ამ ყველაფერს თუ ვიღაც გადასცდება ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობაა და მათ თავისი წილი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ", - განაცხადა ლევან გელბახიანმა.

"და ჩვენ ვიცეკვებთ" შვედურ-ქართული ნაწარმოებია და ის "ოსკარის" ნომინაციაზე შვედეთის სახელითაა წარდგენილი. კინოფილმის ქართული პრემიერა კი 8 ნოემბერსაა დადგენილი. სურათმა უკვე მოხსნა ყველა რეკორდი და 3-დღიანი საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.


close დახურვა