ბრედ პიტმა წელს უკვე მესამე ჯილდო მიიღო. ჰოლივუდის ვარსკვლავს სანტა ბარბარას კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადასცეს.
წითელ ხალიჩაზე მსახიობს თაყვანისმცემლები ხმაურიანი ოვაციით დახვდნენ. ჟურნალისტებმა პირველი შეკითხვა ყოფილ მეუღლეზე, ჯენიფერ ენისტონზე დაუსვეს და ჰკითხეს, აპირებს თუ არა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მასთან ერთად მისვლას, რაზეც ბრედ პიტმა უპასუხა, რომ ასეთი გეგმა არ აქვს.
მსახიობი წელს ჯერ „ოქროს გლობუსის“, შემდეგ კი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელი გახდა. ის წარდგენილია „ოსკარზეც“ და ერთ-ერთ ფავორიტადაც სახელდება.