logo
ENG



ბრექსიტის გარიგება შეთანხმებულია

17 ოქტ 201913:52
3 წუთის საკითხავი
 
mqapre32qcd798q.png

ბრექსიტის გარიგება ახალ ეტაპზე გადავიდა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დათანხმდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით კი, შეთანხმება ევროკავშირისთვისაც და ბრიტანეთისთვისაც სამართლიანი და დაბალანსებულია.

ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპულ საბჭოს ბრექსიტის გარიგების მხარდაჭერის რეკომენდაცია მისცა. უცვლელი რჩება ჩრდილოეთ ირლანდიის პოზიცია. ის გარიგების მხარდაჭერას არ აპირებს. ბრიტანეთის პრემიერი უახლოეს მომავალში ახალ შეთანხმებას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

გეგმის თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.  

 


close დახურვა