„ბრიტ ევორდსმა" 2020 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საერთაშორისო ქალი არტისტის ნომინაციაში პრიზი ბილი აილიშს გადაეცა. საღამოზე მან „ჯეიმს ბონდის" ახალი მთავარი სიმღერა შეასრულა.
ბრიტანელი კაცი და ქალი არტისტების ნომინაციაში დააჯილდოვეს რეპერი სტორმზი და მომღერალი მეიბელი. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ბრიტანული ჯგუფის, ამომავალი ვარსკვლავის, საუკეთესო არტისტის, სიმღერისა და ალბომის კატეგორიებშიც.