logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთმა, სავარაუდოდ, ახალი წლის ღამეს მაკეევკაში 300-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგა

28 იან 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/28/9b5eebznqj80fmy.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ახალი წლის ღამეს მაკეევკაში 300-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგა.

"რუსეთმა, სავარაუდოდ, 300-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგა 2023 წლის 1 იანვარს, დონეცკის მახლობლად მდებარე მაკეევკას სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დროს. ჩვენი შეფასებით, მათი უმეტესობა კი არ დაშავდა, არამედ სავარაუდოდ, დაიღუპა ან დაიკარგა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ აღიარა, რომ ზარალი განიცადა და განაცხადა, რომ მაკეევკას სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

"განხვავება რუსეთის მიერ აღიარებულ მსხვერპლთა რაოდენობასა და მსხვერპლთა შესაძლო რეალურ რაოდენობას შორის, ხაზს უსვამს დეზინფორმაციის გავრცელებას რუსეთის საჯარო განცხადებებში", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.


close დახურვა