logo
ENG



ბრიტანეთი: უკრაინის თავდასხმის ფონზე, რუსები დღეში 40 ტანკსა და საბრძოლო მანქანებს კარგავენ

03 ნოე 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/s026757exubbse2.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსული არმია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფონზე, დღეში 40 ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას კარგავს.

დაზვერვის ცნობით, ამის მიუხედავად, რუსეთი ბელარუსის მარაგებიდან დამატებით მინიმუმ 100 ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას მიიღებს.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, რუსი სამხედროები უკრაინაში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ იძულებულები არიან იბრძოლონ ძველი ქვეითი საბრძოლო მანქანებით, რომლებსაც ისინი "ალუმინის ქილებს" უწოდებენ.

"ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინის თავდასხმების ფონზე, რუსული ჯავშანტექნიკის დანაკარგები დღეში 40-ს აჭარბებდა, რაც დაახლოებით ბატალიონის საბრძოლო შესაძლებლობების ტოლფასია", - ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ბოლო კვირებში რუსეთმა ბელარუსისგან 100-მდე დამატებითი ტანკი და საბრძოლო მანქანა მიიღო.

"ჯავშანტექნიკასა და არტილერიას ცენტრალური ადგილი უკავია ომში მიმდინარეობისას. უკრაინაში მყოფი ძალები ამჟამად პრობლემებს განიცდიან, ნაწილობრივ, როგორც საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე საკმარისად გამოსაყენებელი ჯავშანტექნიკის პოვნის სირთულის გამო", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.


close დახურვა