დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სპიკერი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია პრორუსული სასამართლოს მიერ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენით.
თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ სასამართლომ გუშინ, 9 ივნისს 3 ადამიანს - ბრიტანეთის 2 და მაროკოს 1 მოქალაქეს სიკვდილი მიუსაჯა. მათ ბრალად ომში უკრაინის მიერ დაქირავებულ სამხედროებად ბრძოლა ედებათ.
„ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ომის ტყვეების ექსპლუატაცია არ უნდა მოხდეს. ჟენევის კონვენციით ომის ტყვეებს მებრძოლთა იმუნიტეტი აქვთ და ისინი არ უნდა გასამართლდნენ შეტაკებებში მონაწილეობის გამო.
ჩვენ გვაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ყველა იმ ბრიტანეთის მოქალაქის გათავისუფლება, ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ახლა ომის ტყვეები არიან“ - განაცხადა სპიკერმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრასი კი აცხადებს რომ ასლინისა და პინერის გასამართლებას გმობს და მათ ომის ტყვეებად მოიხსენიებს.
„ეს ყალბი გადაწყვეტილებაა რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ფიქრებით მათი ოჯახის წევრებთან ვარ. ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას რაც შეგვიძლია, რათა მათ დავეხმაროთ“ - წერს ტრასი ტვიტერზე.
I utterly condemn the sentencing of Aiden Aslin and Shaun Pinner held by Russian proxies in eastern Ukraine.
They are prisoners of war. This is a sham judgment with absolutely no legitimacy.
My thoughts are with the families. We continue to do everything we can to support them.