logo
ENG



ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო ძალებს მასშტაბური წვრთნების პროგრამას სთავაზობს

18 ივნ 202201:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/18/iw00t4yqv9i52v2.jpg

დიდი ბრიტანეთმა უკრაინის სამხედრო ძალებს მასშტაბური წვრთნების პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ დაუნინგის ქუჩის ადმინისტრაციამ 17 ივნისს, პრემიერი ჯონსონის კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

დაუნინგის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება 10 000-მდე სამხედროს წვრთნა ყოველ 120 დღეში. წვრთნების პირობებში ყოველი უკრაინელი სამხედრო 3 კვირას გაატარებს უკრაინის გარეთ, ისწავლის საბრძოლო უნარებს და ასევე გაივლის სამედიცინო და კიბერ უსაფრთხოების წვრთნებს და ფეთქებადი ნივთიერებების ამოცნობის ტაქტიკებს.

ბორის ჯონსონის თქმით, ამ წვრთნებს უკრაინის მიზანდასახულობის გათვალისწინებით, შეუძლიათ "ომის განტოლება შეცვალონ". 

უკრაინიდ ხელისუფლებას ჯერჯერობით შეთავაზებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

„როცა უკრაინელი სამხედროები ისვრიან დიდი ბრიტანეთის რაკეტებს თქვენი ქვეყნის სუვერენულობის დასაცავად, ისინი ამას ასევე იმ თავისუფლებების დასაცავად აკეთებენ, რასაც ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ. ამიტომ მე პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე, ახალი მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნების პროგრამა, რასაც შეუძლია შეცვალოს ამ ომში განტოლება - ყველაზე ძლევამოსილი ძალის უკრაინის მხრიდან გამარჯვების მიზანდასახულობის გამოყენებით.

ჩემი ვიზიტიდან 2 თვის შემდეგ უკრაინის სიმტკიცე, მიზანდასახულობა და გამძლეობა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და მე ვიცი, რომ უტეხი სიმამაცე პრეზიდენტი პუტინის უნაყოფო ამბიციებზე ხანგრძლივად იარსებებს“ - განაცხადა ჯონსონმა.

 

close დახურვა