დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო დიალოგი შედგა.
დაუნინგის ქუჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გადაცემა განიხილეს, რაც უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება.
პრეზიდენტებმა უკრაინის სამხედრო საჭიროებებსა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან დახმარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„ლიდერებმა საბრძოლო ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედების იარაღით მომარაგება, რათა მოქალაქეების დაბომბვა თავიდან აიცილონ“ - წერია ჯონსონის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრემიერ მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებზე, რათა უკრაინაში სასტიკი დანაშაულების ჩამდენ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დანაშაულების გამოძიებასა და სამხილების შეგროვებაში დახმარება შესთავაზა.
დაუნინგის ქუჩის ინფორმაციით, მხარეები რამდენიმე დღეში კვლავ ისაუბრებენ.
