logo
ENG



ბრიტანეთის დაზერვა: სავარაუდოდ, რუსეთი გააგრძელებს ურბანული დასახლებების დაბომბვას

26 მარ 202212:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/kdajumt0qejxh56.jpg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების: ხარკოვის, ჩერნიგოვის და მარიუპოლის ალყას. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსულ ძალებს არ სურთ, ჩაერთონ ფართომასშტაბიან ურბანულ ქვეით ოპერაციებში - ისინი ამჯობინებენ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას და ასე ცდილობენ ქალაქების დამცველი უკრაინული ჯარის დემორალიზებას. 

"სავარაუდოა, რომ რუსეთი გააგრძელებს მძიმე ცეცხლსასროლი ძალის გამოყენებას სამოქალაქო დასახლების ადგილებში, რათა შეზღუდოს დანაკარგები ისედაც მნიშვნელოვანი დანაკარგის ფონზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ფასად". - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. 


close დახურვა