logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: 9 მაისის აღლუმმა აჩვენა, რომ რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს

10 მაი 202311:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/10/mvgdpifd6k00o31.png
Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთში 9 მაისის აღლუმმა ნათლად აჩვენა, თუ რა სირთულეებს განიცდის რუსული არმია უკრაინაში 15 თვიანი ომის შემდეგ - როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე სტრატეგიულ საკითხებში.

აღლუმში 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი უმეტესობა არაა რეგულარული არმია, არამედ გასამხედროებული დამხმარე ძალა და იუნკერები იყვნენ.

"რეალურად, პერსონალი, რომელიც წითელ მოედანზე მსვლელობაში მონაწილეობა, რკინიგზის ჯარები და სამხედრო პოლიცია იყო."- წერია დაზვერვის მონაცემებში.

დაზვერვა წერს, რომ აღლუმზე ძველი T-34 ტანკები იყო წარმოდგენილი. უკრაინაში აღჭურვილობის დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს, რა თქმა უნდა, შეეძლო მეტი დანაყოფების გამოყვანა. მაგრამ, ალბათ, ხელისუფლებამ თავი შეიკავა ამისგან, არასწორი პრიორიტეტების გამო შიდა კრიტიკის შიშით - თითქოს აღლუმისთვის მათ ჯავშანტექნიკა ამოიღეს ბრძოლის ველიდან.


close დახურვა