logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: მარიუპოლი ქოლერას ეპიდემიის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას

10 ივნ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/momgewq6i6hc9k8.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსების მიერ ოკუპირებული მარიუპოლი ქოლერას ეპიდემიის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას.

დაზვერვის ცნობით, ქოლერას ერთეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება.

ამასთან, დაზვერვის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1995 წლიდან უკრაინაში, განსაკუთრებით აზოვის ზღვის სანაპიროზე, მათ შორის მარიუპოლში, ქოლერას მცირე აფეთქებები იყო.

"მარიუპოლში სამედიცინო სერვისები, სავარაუდოდ, უკვე ახლოსაა კოლაფსთან. ქოლერას დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია და სატელეფონო, ასევე ინტერნეტ სერვისებში სერიოზული შეფერხებები გრძელდება.

"სავარაუდოა, რომ ხერსონში მედიკამენტების მწვავე დეფიციტია", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.


close დახურვა