logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: მარიუპოლში უკრაინის წინააღმდეგობამ რუსეთს დიდი დანაკარგები მოუტანა

18 მაი 202212:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/awg695m1qk2ebvi.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსული ძალების მიერ მარიუპოლის 10-კვირიანი ბლოკადის მიუხედავად, უკრაინის მდგრადი წინააღმდეგობის დამსახურებით რუსეთის მხრიდან ქალაქზე კონტროლის მოპოვების უნარი შესუსტდა.

ამ წარუმატებლობამ კი ბრიტანეთის ცნობით, რუსულ ძალებს სამხედრო პერსონალის კუთხით მნიშვნელოვანი დანაკარგები მოუტანა.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა დიდი მოცულობით დამხმარე პერსონალი დაიმატა. მათ შორის ჩეჩნეთის ძალები, რაც სავარაუდოდ რამდენიმე ათას მებრძოლს მოიცავს. დაზვერვის ცნობით კადიროვის ჯარები, ძირითადად მარიუპოლისა და ლუჰანკსში არიან განთავსებული.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ კადიროვი შესაძლოა თავადაც ახლოდან აკვირდება ჩეჩნეთის ძალების ქმედებებს. მისი ბიძაშვილი კი სავარაუდოდ მარიუპოლში ერთ-ერთი მეთაური იყო.

„ეს ძალები, სავარაუდოდ, მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ მოხალისეებს ისე ეროვნული გვარდიის დანაყოფებს, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებიან.

კადიროვი, სავარაუდოდ, ახლოდან აკვირდება სამხედროების განთავსებას, მაშინ როცა მისი ბიძაშვილი, ადამ დელიმხანოვი სავარაუდოა, რომ მარიუპოლში ჩეჩნების საველე მეთაურის როლს ასრულებდა“, - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის ცნობით, ბრძოლებში ამგვარი არაერთგვაროვანი პერსონალის ჩართვა ცხადჰყოფს რომ რუსეთს უკრაინაში რესურსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.

უწყების თქმით, ასევე სავარაუდოა, რომ ამ არაერთგვაროვნებასაც შეაქვს წვლილი რუსულ ძალების ერთმანეთისგან გათიშულ მეთაურობაში, რაც ოკუპანტების ოპერაციების წარმატებებს ხელს უშლის.

 

close დახურვა