დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს სევეროდონეცკის ტერიტორიის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთით იზიუმის, ხოლო სამხრეთით პოპასნას მხრიდან, რის შედეგადაც გრძელდება მძიმე დაბომბვები.
დაზვერვის თქმით, რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის.
რუსეთის ხელისუფლებას 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობა არ გამოუქვეყნებია.
"თუმცა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აქვეყნებს დაღუპულთა მონაცემებს. 16 ივნისის მდგომარეობით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული 2128 სამხედრო დაიღუპა და 8897 დაიჭრა."- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი უდრის მისი თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55 პროცენტს, რაც ხაზს უსვამს რუსული და პრორუსული ძალების დაუძლურებას დონბასში.
"დიდი ალბათობით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებს აქვთ მოძველებული იარაღი და აღჭურვილობა. ორივე მხრიდან, ფრონტზე სარეზერვო დანაყოფების გენერირებისა და განლაგების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უფრო კრიტიკული ხდება ომის შედეგისთვის."- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 22 June 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/LUl6WpSQZM
#StandWithUkraine pic.twitter.com/BHKjjj6Csk