logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სანქცირებული ირანიდან და ჩრდ.კორეიდან იარაღის მიღებას ზრდის

14 სექ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/7txrec4goz6fdz9.jpg
13 სექტემბერი 2022 წელი - სურათზე ჩანს კუპიანსკში ჩამოგდებული დრონის ნაწილი, რომელიც უკრაინის ცნობით, ირანული წარმოების Shahed-136-ია.
უკრაინის შეიარაღებული ძალები

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდის.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის სიახლოვეს ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი -  Shahed-136.

დაზვერვის თქმით, Shahed-136 ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატია, რომლის ფრენის რადიუსიც 2 500 კმ-ია. ბრიტანეთის ცნობით, მსგავსი ტიპის, ირანის მიერ წარმოებულ სისტემებს სავარაუდოდ შუა აღმოსავლეთში თავდასხმებისთვისაც იყენებდნენ.

„რუსეთი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ზრდის იარაღის შემოტანას მძიმედ სანქცირებული ქვეყნებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მაშინ როცა მისი რესურსები მცირდება. Shahed-136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან იმაზე მიგვითითებს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ცდილობს ეს სისტემები ტაქტიკური თავდასხმებისთვის გამოიყენოს, და არა უფრო უკრაინის ტერიტორიაზე უფრო ღრმად სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

 

close დახურვა