logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად პროდუქტების ფასი გაიზრდება

25 მაი 202210:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/25/tzj8x8lvw94cjyp.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ომის დაწყებიდან ოდესაში სავაჭრო გემების გადაადგილება შემცირებულია. რუსეთის მიერ შავი ზღვის მნიშვნელოვან პორტებზე საზღვაო ბლოკადა ამ არეალში კომერციულ ინდუსტრიას მუშაობაში ხელს უშლის.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ექსპორტის მექანიზმები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გემების ბლოკადის შედეგად შექმნილ დეფიციტს ჩაანაცვლებენ. შედეგად კი უკრაინის საექსპორტო მარცვლეული დიდი მოცულობით რჩება საწყობებში.

უწყება აცხადებს, რომ ომმა არაპირდაპირ გააჩინა წნეხი მარცვლეულის ფასებზე. ბლოკადის გაგრძელების პირობებში, კი სავარაუდოა, რომ მსოფლიოში სხვა ძირითად პროდუქტებზეც გაიზრდება ფასი.

„ბრძოლებმა უკვე გააჩინა არაპირდაპირი წნეხი მსოფლიოში მარცვლეულის ფასებზე. მაშინ, როცა რუსეთის საზღვაო ბლოკადის საფრთხე გრძელდება, რათა კომერციულ გემებს  უკრაინულ პორტებზე წვდომა შეუზღუდონ, შედეგად მარაგების დეფიციტი კიდევ უფრო გაზრდის მრავალი ძირითადი პროდუქტის ფასს“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

 

close დახურვა