ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის დაკავებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა. ბრიტანეთის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავსუფლებენ.
"იმედი მაქვს, ექიმ გაფრინდაშვილის მალე განთავისუფლების შესახებ ცნობები დადასტურდება. როდესაც ჯანდაცვასთან და განათლებასთან წვდომა ასეთი კრიტიკულია სამხრეთ ოსეთში, რთული გასაგებია რა სარგებელს იღებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ხელისუფლება ექიმების დაკავებით",- წერს მაკკენზი.