ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ძალების მოქმედება მნიშვნელოვნად შემცირდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში სიტუაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
მათი ინფორმაციით, რუსული ტრანსპორტის კოლონა რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან კიევისკენ მიემართებოდა გასულ კვირაში ძალიან უმნიშვნელოდ დაწინაურდა და მათ დიდი დანაკარგები აქვთ.
უკანასკნელ დღეებში რუსული ავიაციის მოქმედება უკრაინის ცაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების რუსეთისთვის მოულოდნელი ეფექტურობაა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინასთან ომში ახალწვეულები გაგზავნეს.
რუსეთის დანაკარგების ფონზე კი ბრიტანეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული გახდება რუსული არმიის სხვა დანაყოფები გამოიყენოს ან სხვა ადამიანური რესურსები მოიძიოს.