logo
ENG



ბრიტანეთის ოპოზიცია ბორის ჯონსონის თანაშემწის გადადგომას ითხოვს

23 მაი 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთის ოპოზიცია ბორის ჯონსონის მთავარი თანაშემწის გადადგომას ითხოვს. დომინიკ ქამინგსი სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კარანტინის წესები დაარღვია და ლონდონიდან ქალაქ დარემში გაემგზავრა.

ქამინგსმა იმ დროს, როდესაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, იზოლაციის პერიოდი მშობლების სახლში გაატარა. ჯონსონის თანაშემწესთან ერთად მისი ინფიცირებული მეუღლეც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა პრემიერის ოფისმა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შექმნილ სიტუაციაში დომინიკ ქამინგსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ოჯახის წევრები მცირეწლოვანი ბავშვის მოვლაში დახმარებოდნენ. 


close დახურვა