logo
ENG



ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა პრინცესა ანამ დედოფლისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო

05 დეკ 201914:44
3 წუთის საკითხავი
 
qh5rg7dys1jw1jw.jpg

 

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა პრინცესა ანამ დედოფლისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო. მიზეზი ბუკინგემის სასახლეში ნატოს ლიდერთა პატივსაცემად მოწყობილი მიღების დროს მომხდარი ინციდენტი გახდა.

იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპს ელისაბედ მეორე ხელს ართმევდა, პრინცესა ანა რამდენიმე მეტრის მოშორებით დადგა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ მიესალმა. დედოფალმა შვილს მაშინვე მიანიშნა, მაგრამ უხერხული სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო.

 


close დახურვა