ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ალექს ჩალკის თქმით, მათ იმედი აქვთ რომ Challenger 2 ტანკებს უკრაინას მარტის ბოლოს გადასცემენ.
იანვრის დასაწყისში, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით საარტილერიო დახმარებასთან ერთად 14 საბრძოლო ტანკს გაუგზავნის.
„მიზანია, რომ ეს მარტის ბოლოს მოხდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჩალკის თქმით, ამ პერიოდში უკრაინის ძალებს ტანკების მართვისა და მათი შენახვის კუთხით გაწვრთნიან.
სხვა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ და გერმანიამ ასევე განაცხადეს, რომ კიევს ტანკებს გადასცემენ, რაც შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ასევე დღეს განაცხადა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2 ტანკებს მარტის ბოლოს გაუგზავნიან.
ხოლო პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინას დაპირებულ Leopard-ის ტანკებს რამდენიმე კვირაში გადასცემენ.