დღეს, 6 ივნისს, 54 კონსერვატორი დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისთვის, ბორის ჯონსონისთვის, უნდობლობის გამოცხადებაზე მსჯელობა დაიწყო. კონსერვატორები ფარული კენჭისყრის გზით გადაწყვეტენ დარჩება, თუ არა ბორის ჯონსონი თანამდებობაზე. საკითხის დაყენების საფუძველი კოვიდ რეგულაციების დარღვევით ჩატარებული წვეულებაა, რომელიც მკაცრი ლოკდაუნის დროს გაიმართა დაუნინგ სტრიტის ბაღში.
ჯონსონი მიესალმება კენჭისყრას, როგორც "შანსს დაასრულოს თვეების სპეკულაცია" წვეულების საკითხზე. ის 16:00 საათზე დეპუტატებს მიმართავს.
იმისთვის, რომ ჯონსონმა თანამდებობა დატოვოს, სულ მცირე 180 კონსერვატორი, ანუ უმრავლესობა უნდა მობილიზდეს. მინისტრთა კაბინეტის წევრების უმრავლესობა მხარს ჯონსონს უჭერს. თუ ბორის ჯონსონი თანამდებობაზე დარჩება, შეიძენს იმუნიტეტს უნდობლობის გამოცხადებისგან მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
მაიკლ გოვმა, ცხოვრების დონის ამაღლების მდივანმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ბორის ჯონსონს:
"პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ბრექსიტთან და კოვიდთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკრაინის დაცვაზე, ცხოვრების დონის ამაღლებაზე და ზოგადად ზრდის გამომუშავებაზე."
I’ll be voting for Boris this evening. The PM got the big decisions right on Brexit and Covid. We need to focus now on defending Ukraine, driving levelling-up and generating growth. We need to move past this moment and unite behind Boris to meet these challenges
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა თქვა, რომ იგი ემხრობა ჯონსონის ხელისუფლებაში დარჩენას და მოუწოდებს კონსერვატიული პარტიის დეპუტატებს მხარი დაუჭირონ მას.
"პრემიერ მინისტრს აქვს ჩემი 100%-იანი მხარდაჭერა დღევანდელ კენჭისყრაზე და მე მტკიცედ მოვუწოდებ კოლეგებს მხარი დაუჭირონ მას. მან შეძლო კოვიდთან განმკლავება და მხარი დაუჭირა უკრაინას რუსული აგრესიის ფონზე. მან ბოდიში მოიხადა დაშვებული შეცდომებისთვის. ჩვენ ახლა უნდა ფოკუსირდეთ ეკონომიკურ ზრდაზე."- წერს ტრუსი Twitter-ზე.
The Prime Minister has my 100% backing in today's vote and I strongly encourage colleagues to support him.
He has delivered on covid recovery and supporting Ukraine in the face of Russian aggression. He has apologised for mistakes made.
We must now focus on economic growth.
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18:00-დან 20:00 საათამდეა დაგეგმილი, თბილისის დროით 21:00 საათია.