logo
ENG



ბრიტანეთში დაწესებული შეზღუდვები სამი კვირით გახანგრძლივდა

17 აპრ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19-ის გამო დიდი ბრიტანეთში დაწესებული შეზღუდვები სამი კვირით გახანგრძლივდა. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გააკეთა.

დომინიკ რააბის თქმით, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

ახალი კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში 861 ადამიანი გარდაიცვალა და 13,729 შეადგინა. მანამდე დაწესებული შეზღუდვები სამ მაისამდე გაახანგრძლივა გერმანიამ და ბელგიამაც. 


close დახურვა