logo
ENG



ბრიტანეთში კოვიდ-19-თან საბრძოლველად მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოკვლევა დაიწყეს

21 მაი 202014:00
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთში მალარიის საწინააღმდეგო ორი პრეპარატის გამოკვლევა დაიწყეს, რომლებსაც კოვიდ ინფიცირებულების სამკურნალოდაც იყენებენ. კვლევა ბრაიტონსა და ოქსფორდში ჩატარდება, მისი მიზანი კი იმის დადგენაა, შეუძლიათ თუ არა ამ მედიკამენტებს ვირუსის პრევენცია.

პრეპარატებს ჯანდაცვის სისტემის 40 ათასზე მეტი თანამშრომელი მიიღებს, რომლებსაც კოვიდ 19-ით დაავადებულ პაციენტებთან აქვთ კონტაქტი.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლორიქინს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ამ მედიკამენტის ეფექტიანობა მეცნიერულად ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. 


close დახურვა