logo
ENG



ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ამოქმედდა

13 მაი 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ, სამუშაო ადგილებზე დაბრუნების უფლება მიეცათ.

ახალი რეგულაციის თანახმად, მოსახლეობას პარკებში სოციალური დისტანციის დაცვით ერთ ადამიანთან შეხვედრაც შეუძლია. ყოველგვარი შეზღუდვა მოიხსნა სპორტულ აქტივობაზე.

ცვლილებები არ ეხება შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი გზავნილი კვლავ სახლში დარჩენის მოწოდებაა. შეზღუდვების შემსუბუქებიდან პირველივე საათებში ლონდონის მეტროსადგურებში მგზავრების რაოდენობა თითქმის 9 პროცენტით გაიზარდა. 


close დახურვა