დიდ ბრიტანეთში შტორმ „დენისის“ შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
უელსში გადაუღებელი წვიმის გამო, ადიდებულმა მდინარემ ავტომობილები გაიტაცა.
დატბორილია ინგლისიც. ქალაქ სარიში წყალდიდობის გამო აეროპორტი დახურეს. ლაინერების უმეტესობა წყალში აღმოჩნდა.
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სტიქიის საშიშროებაა შოტლანდიაშიც.
„დენისი“ უკვე მეორე შტორმია, რომელიც ბოლო ერთ კვირაში დიდ ბრიტანეთს დაატყდა თავს. გასულ კვირას ინგლისის ჩრდილოეთ რაიონები "კიარამ " დააზარალა.