logo
ENG



ბრიტანელი მინისტრი: ოკუპაციის მშვიდობიანი დასრულების მხარდასაჭერად £2 მილიონი გამოიყოფა

09 სექ 202023:33
3 წუთის საკითხავი
 
ijgw4ojvh2128gy.jpg

დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის £2 მილიონის გამოყოფის შესახებ დაწერა. მისი თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება. 

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს ვუსვამთ მიუღებელ, განგრძობად რუსულ აგრესიას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვყოფთ £2 მილიონს, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს, წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაში", - წერს ვენდი მორტონი.

ბრიტანელ მინისტრს ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მან მადლობა გადაუხადა ვენდი მორტონს რუსული ოკუპაციის დაგმობისთვის.

"უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს პოზიციას: მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია" - წერს ზალკალიანი.


close დახურვა