logo
ENG



ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეუფარდეს

12 ოქტ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეუფარდეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გორში ბრიტანელი ტურისტის, ტომას კენედის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა ერთ-ერთმა ბრალდებულმა 28 წლის გიორგი ბალაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ტომას კენედის ის მარტო გაუსწორდა ფიზიკურად და ასევე მან გაძარცვა, ბრიტანეთის მოქალაქე. ეს ინფორმაცია დახურული სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთი დაკავებული ოჯახის წევრმა გამოიტანა თუმცა ამის შესახებ არც დაცვის და არც ბრალდების მხარე არ საუბრობს. 

გამოძიების ვერსით ბრიტანეთის მოქალაქე ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაძარცვეს, მოპარეს მობილური ტელეფონი და საბანკო ბარათი. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ტომას კენედი უგონო მდგომარებაში მდინარე მტკვარში გადააგდეს. მისი ცხედარი მდინარემ დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღე გამორიყა. დაკავებულებიდან 4 გამოძიება განზრახ მკვლელობას და ძარცვას ედავება ხოლო ერთს განასაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.

 


close დახურვა