logo
ENG



ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს

12 ოქტ 202111:20
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტენლი ტურისტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ტომას კენედის სცემეს, გაძარცვეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს, ცხედარი კი ნაპირზე რამდენიმე დღის შემდეგ გამოირიყა. მოპარული მობილური გამოძიებამ ლომბარდიდან ამოიღო. დაკავებულია ხუთი პირი, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მათი ნაწილი მუსიკალური კოლეჯის 28 წლის სტუდენტმა გორის მიწისქვეშა გადასასვლელში გაიცნო და ქუჩის მუსიკით დაინტერესდა. 


close დახურვა