logo
ENG



ბრიტანელი ტურისტის სასტიკი მკვლელობა გორში

11 ოქტ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანელი ტურისტის სასტიკი მკვლელობა გორში - ტომას კენედის სცემეს, გაძარცვეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს, ცხედარი კი ნაპირზე რამდენიმე დღის შემდეგ გამოირიყა. მოპარული მობილური გამოძიებამ ლომბარდიდან ამოიღო. დაკავებულია ხუთი პირი, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მათი ნაწილი მუსიკალური კოლეჯის 28 წლის სტუდენტმა გორის მიწისქვეშა გადასასვლელში გაიცნო და ქუჩის მუსიკით დაინტერესდა. 


close დახურვა