logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: რუსებს, სავარაუდოდ, ამოეწურათ თანამედროვე იარაღის მარაგი

02 ივლ 202210:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/02/385p6aaflvw2u41.png

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს საჰაერო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას უკრაინაში სახმელეთო თავდასხმებისთვის, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მათ ამოეწურათ თანამედროვე იარაღის მარაგი. 

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების ანალიზი აჩვენებს, რომ რაკეტა, რომელიც რუსებმა 27 ივნისს კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრს ესროლეს, დიდი ალბათობით, KH-32-ია. ეს საბჭოთა დროინდელი Kh-22 KITCHEN-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. 

მიუხედავად იმისა, რომ KH-32, KH22-თან შედარებით, მრავალმხრივ გაუმჯობესებულია, მას მაინც აქვს პრობლემები სიზუსტესთან დაკავშირებით სახმელეთო დარტყმების შემთხვევაში, განსაკუთრებით, ურბანულ გარემოში. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ზიანის რისკებს, როცა სამიზნე დასახლებული ადგილებია. 

ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ რუსების შემდგომი, 30 ივნისის დარტყმები მოიცავდა KH-22 Kitchen-ის რაკეტებს. ეს იარაღი კიდევ უფრო ნაკლებად ზუსტი და უვარგისია ზუსტი დარტყმებისთვის და ამიტომ, არაერთხელ გამოიწვია სამოქალაქო მსხვერპლი ბოლო კვირების განმავლობაში.


close დახურვა