logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: სერგეი შოიგუ რუსეთის მთავრობაში გვერდით გაწიეს

29 აგვ 202210:26
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანული დაზვერვა: სერგეი შოიგუ რუსეთის მთავრობაში გვერდით გაწიეს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური რუსულ დამოუკიდებელ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში რუსული არმიის პრობლემების ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მთავრობაში "ჩაჩოჩებულია" და ოპერაციების მეთაურები ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად აწვდიან ვლადიმირ პუტინს. 

ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები "ალბათ რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო", ვინაიდან რუსეთი უკრაინაში წინ ვერ მიდის. 

"სერგეი შოიგუს, სავარაუდოდ, დიდი დრო დასჭირდა რეპუტაციის შესაქმნელად, ვინაიდან მას არ აქვს სამხედრო გამოცდილება - თავისი კარიერის დიდი ნაწილი სამშენებლო სექტორსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში გაატარა". - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა. 


close დახურვა