ბრიტანული კიბერ-დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ამასთან, პერიოდულად უარს აცხადებენ ბრძანებების შესრულებაზე.
სერ ჯერემი ფლემინგის განცხადებით, ცხადია, რომ ვლადიმირ პუტინმა მნიშვნელოვნად არასწორად შეაფასა ვითარება უკრაინაში და ზედმეტად დადებითად შეაფასა რუსული ჯარის შესაძლებლობები.
"ჩვენ ვნახეთ რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ იარაღის და ენთუზიაზმის ნაკლებობა. უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე, მიზანმიმართულად აზიანებენ საკუთარ აღჭურვილობას და შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავიც ჩამოაგდეს". - თქვა ფლემინგმა ავსტრალიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მან ასევე გაიმეორა აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირების განცხადება, რომ პუტინის მრჩევლებს მისთვის სიმართლის თქმის ეშინიათ.
ჯერემი ფლემინგმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს უკრაინაზე კიბერშეტევებს.
"და ჩვენ უდავოდ ვნახეთ ინდიკატორები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის კიბერ-აქტორები სამიზნეებს ეძებენ იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეწინააღმდეგებიან". - თქვა მან.