logo
ENG



ბრიუსელში არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

05 დეკ 201917:25
3 წუთის საკითხავი
clock 938
acsz477eb0n90rl.jpg

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირდაპირ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ასამბლეაზე გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია და მხარდაჭერა გამოხატეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. 

როგორც „ფორმულას“ ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე კვირაა ოკუპანტებს გატაცებული ჰყავთ და მის გამოსახსნელად არაფერი კეთდება.

„ჩვენი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დავაყენოთ ეს პრობლემა. ექიმი რამდენიმე კვირაა გატაცებული და მის გამოსახსნელად არაფერი კეთდება. მოწოდებაა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ აქტიურად ჩაერთონ ექიმის გათავისუფლების საქმეში. ასევე საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება მეტი აქტიურობა“, - განუცხადა „ფორმულას“ ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ასამბლეა მუშაობას ხვალ დაასრულებს. საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ევროკავშირის წინაშე დაკისრებული ვალდებულებები არის შესასრულებელი.


close დახურვა