logo
ENG



ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა - მათ შორის 3 ბავშვია

18 იან 202315:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/18/2ix3d7jejzfieto.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.

კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 ბავშვია.

ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც.

"ტრაგედია ბროვარიში. დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. 10:30 საათის მონაცემებით - 18 დაღუპული, მათ შორის 3 ბავშვი. ცნობილია 29 დაჭრილის შესახებ, მათ შორის 15 ბავშვია. დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარებას იღებენ. ადგილზე მუშაობს ყველა საგანგებო სამსახური" - განაცხადა კულებამ.

დღეს დილით უკრაინის კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის საგანგებო სამსახურების ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ვერტმფრენში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენ იენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9-ვე ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის თქმით, სამართალდამცველები ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს, ეროვნულ პოლიციას და სხვა ორგანოებს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გარემოებების გამოკვლევა დაავალა.

 

close დახურვა