logo
ENG



ბრძოლა განათლების უფლებისთვის

15 ივნ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 

მინისტრი და რექტორი სტუდენტებს არ ელაპარაკება, პროტესტის მონაწილეების პრობლემები კი დღეს სახალხო დამცველმა ადგილზე მოისმინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე მეორე თვეა, ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, ფინანსურ გამჭვირვალობას და გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას მოითხოვენ. მიმართეს მწვავე ფორმასაც და დაკავებული აქვთ რექტორის სამუშაო ოთახი. ამ დროისთვის სტუდენტებისთვის ორი საერთო საცხოვრებელია, ერთში - ადგილების რაოდენობაა შეზღუდული, მეორეში, - საცხოვრებელი გარემო ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 

 


close დახურვა