logo
ENG



ბრძოლა ერთიანობისთვის და ამ სატანის დასამარცხებლად - მალხაზ მაჩალიკაშვილი

17 ნოე 201918:08
3 წუთის საკითხავი
 
k1qm9wqocabzzri.png

გამარჯვებისკენ! - ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშილმა აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, დიდი ხანი ელოდა ამ დღეს და ახლა დროა, დასრულდეს ივანიშვილის მმართველობა. მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბრძოლა იქნება რთული, მაგრამ გამარჯვება ახლოსაა. მაჩალიკაშილმა ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა, რადგან მისთვის რთულ პერიოდში სწორედ საზოგადოება მატებდა ძალას. 

"წლები მოლოდინში ვიყავი, როდის შეიკრიბებოდა ეს ჩემი საყვარელი ხალხი რუსთაველის გამზირზე. დღეს ვხედავ ამას, თქვენი და პოლიტიკური პარტიების გაერთიანებით, იმედი ჩამესახა რომ ჩემს წამებასაც წერტილი დაესმება. მე თქვენ მიყვარხართ და გაფასებთ. თქვენ მმატებდით ძალას, რომ გამევლო ამათ მიერ ჩემს სამყაროში შემქნილი ჯოჯოხეთი. ამაში თქვენ მომეცით ძალა და თქვენი დიდი მადლობელი ვარ.

დღეს იწყება ჩვენი ერთიანი ბრძოლა. მოვიშოროთ ის ადამიანი და სატანა, რომელიც ზის რუს შამანებთან ერთად და ატრიალებს ბროლის თეფშს. დღეს ამას წერტილი დაესმება. ყველას გამოვათრევთ კაბინეტიდან, ვინც სატანას არ გასცილდება. მან გაამწარა მთელი საქართველო თავისი არაადამიანობით. ჩვენ ვართ ღირსეული ქართველი ხალხი და ჩვენ ამას არ გადავიტანთ. მადლობა ყველას, ვინც აქაა, ან ვინც გულშემატკივრობს ტელევიზიიდან და სხვა გზებით. გაგვიმარჯოს ყველას ერთად. ბრძოლა ერთიანობისთვის და ამ სატანის დასამარცხებლად. მართალია ძნელი გზა გველის, მაგრამ ბრძოლას აქვს აზრი", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.


close დახურვა