ვლადიმერ პუტინი ახალ წელს უკრაინის მთელ ტერიტორიას ბომბავს. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ენერგოობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობაა. არის მსხვერპლი. კრემლს 31 დეკემბრის ღამით უკრაინის ჩაბნელება სურს. წარმატებით მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაგრამ რაკეტების გარკვეული ნაწილი მაინც აღწევს მიზანს. მიუხედავად ამისა, უკრაინელები 2023 წელს გამარჯვებაში დარწმუნებულნი ხვდებიან. გიორგი ჩადუნელი უკრაინიდან
ბრძოლა თავისუფლებისთვის
31 დეკ 202221:22
3 წუთის საკითხავი