"ბრძოლა კლანების წინააღმდეგ", - ასე ეხმაურებიან მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერები დღეს დაგეგმილ მშვიდობიან აქციას, მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ. აქციას არასამთავრობო სექტორები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა მოძრაობის წევრებიც შეუერთდებიან.
"ვიკრიბებით დილის 08:00 საათიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სასამართლოს გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. ნახევარს ამ სიაში კომპეტენციის პრობლემა, ხოლო მეორე ნახევარს მორალის პრობლემა აქვს. არ დავუშვებთ, რომ მივიდნენ და წყანარად უყარონ კენჭი“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.