logo
ENG



ბრძოლა უფრო მეტი აქტიურობით გრძელდება - მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

12 დეკ 201920:36
3 წუთის საკითხავი
 
xduvp2foocvmjnt.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ერთსულოვნად მიიღეს. პლენარულ სხდომამდე მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უმრავლესობის წევრებმა საპროცედურო საკითხთა  წესების კომიტეტზე განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარე მიღებულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის წესების დაცვით ხსნის.

„ოცნების“ გუნდიდან ერთადერთი ვინც მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა, კახა ოქრიაშვილი იყო. მაჟორიტარი დღევანდელ კენჭისყრას ესწრებოდა თუმცა, მასში მონაწილება არ მიუღია. 

მექანიკური და არა შინაარსობრივი გადაწყვეტილება. ასე აფასებენ „ოცნების“ გუნდის ლიდერები „ნაციონალური მოძრობის“  ლიდერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი არც იმის თქმას ერიდება, რომ ოცნების დეპუტატებს სხდომათა დარბაზში მელიასთან ერთად ყოფნა არ სიამოვნებდათ.

სისუსტის დემონსტრირება და კონსტიტუციისთვის გადაბიჯება, ასე აფასებენ უმრავლესობის გუნდის მიერ მიღებულ  ერთსულოვან გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციაში.

თავად მელიასთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც მან „ფორმულას“ განუცხადა, ის ბრძოლას გააგრძელებს.

„გაუჭირდა ივანიშვილს, 20 ივნისის მერე ვერ დამაპატიმრა. მოიგონა ეს რაც 88 თავის მორჩილ დეპუტატს გააკეთებინა. გრძელდება ბრძოლა უფრო მეტი აქტიურობით, სანამ ეს ადამიანი არ ჩამოშორდება მართვის სადავეებს“, - განაცხადა მელიამ

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

 

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით. გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

„ქართუ ბანკის“ საქმე.

 


close დახურვა