logo
ENG



ბრძოლა წესების გარეშე კარატეს ფედერაციაში

16 თებ 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

წულუკიანის მორიგი სამიზნე კარატეს ფედერაცია გახდა. პრეზიდენტი კახა ბასილია უკვე გადადგა. უფრო მეტიც, ფიქრობს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დაიჭერენ კიდეც. ფედერაციის საკითხში წულუკიანი მარტო არ მოქმედებს.  კარატეს ფედერაციაზე კონტროლის დამყარებას დიდი ხანია, ცდილობს ივანიშვილის პირადი მცველი და ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სწორედ ანზორ ჩუბინიძეა ის პირი, რომლის დავალებითაც საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ბასილია დაკავებას ელოდება. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ახლა უკრაინაში იმყოფება. 


close დახურვა