ხმელთაშუაზღვის ჩრდილოეთი და სამხრეთი სანაპირო ზოლიც ხანძრებმა მოიცვა. ტყეებში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებას 8 ქვეყანაში ცდილობენ. ბოლო მონაცემით დაიღუპა 40 ადამიანი. აქედან ყველაზე მეტი ალჟირში. საბერძნეთს, იტალიას, ხორვატიასა და ესპანეთს პორტუგალიაც დაემატა. ლისაბონის შემოგარენში ტყე-პარკი იწვის.