logo
ENG



ბუდანოვი: ახლა დადგა რუსეთის დაშლის მომენტი

14 აპრ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/14/jzvtnbted1sq8b5.png

რუსეთი "სეისმური ცვლილებების" ზღვარზეა, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის დაშლას - ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში გააკეთა.

"საზღვრები შეიძლება შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის დაშლის მომენტი", - განაცხადა მან რუსეთის ფედერაციის მომავალზე.

ამავდროულად, ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს ყირიმზე. მისივე თქმით, კრემლის დაშინების მცდელობები გამოიყენოს ბირთვული იარაღი უბრალოდ სასაცილოა.

ბუდანოვმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რუსებმა ზამთრის შეტევის დროს წარმატებას ვერ მიაღწიეს, რამაც მათ რიგებში უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია.


close დახურვა