უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, 13-14 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე სულ მცირე 70 დრონის გამოყენებით იერიში მიიტანეს. შესაბამისი განცხადება ბუდანოვმა The War Zone-თან ინტერვიუში გააკეთა.
ბუდანოვის თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და სამხედროებმა დიდი ალბათობით 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი - Dragon-ი და Splash-ი.
ბუდანოვი ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსეთისთვის მიყენებული ზიანის შეფასება ხდება და ელოდებიან ინფორმაციას, იმის შესახებ დაზიანდა თუ არა თვითმფრინავები იერიშის დროს.
ამასთან, Planet Labs-ის ფოტოებზე ჩანს ანგარის დაზიანებული სახურავი, ხოლო შიგნით 2 ბომბდამშენი სუ-34.