logo
ENG



ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია გაიმართა

06 აპრ 202423:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/79qivbxshn6ppke.jpg

დღეს, ბუდაპეშტში ქვეყნის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საწინააღმდეგოდ მიმართული მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების, რომლებიც პარლამენტისკენ გადაადგილდებოდნენ, ძირითადი ლოზუნგები - "ჩვენ არ გვეშინია", "გადადგეს ორბანი!" იყო.

დემონსტრაციას უნგრეთის მმართველი პარტიის, Fidesz-ის ყოფილი წევრი, პეტერ მაგიარი ხელმზღვანელობდა, რომელიც სხვადასხვა დროს სამთავრობო უწყებებსა და ბანკებში მუშაობდა.

ამ ეტაპზე იგი ახალი პარტიის შექმნასა და ევროპარლამენტისა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც ივნისში გაიმართება.

მარტში პიტერ მაგიარმა გამოაქვეყნა საარქივო კადრები, რომელშიც მისი ყოფილი მეუღლე ჯუდიტ ვარგა, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან, პრემიერ-მინისტრის შიდა წრის წევრებს კორუფციულ სკანდალში ადანაშაულებდა. მან ეს ჩანაწერი სამართალდამცავ ორგანოებსაც გადასცა.

მაგიარის ცნობით, ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელმა, ანტალ როგანმა გააყალბა დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციულ საქმესთან და რომელშიც მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი პალ ველნერი.


close დახურვა