ალიანსის ლიდერებმა სამიტის პირველი დღე ბუკინგემის სასახლეში სტუმრობით დაასრულეს. მათ პატივსაცემად ელისაბედ მეორემ ოფიციალური მიღება გამართა, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში ლიდერთა ერთი ჯგუფის დიალოგის გამოც მოექცა.
კანადის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფო მეთაურები სავარაუდოდ დონალდ ტრამპზე ცინიკურად საუბრობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი.